მთავარიბლოგი“კურსის დასრულების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მსურს პროგრამირების შესწავლა" - ანუკი გაბაძის შთაბეჭდილება

“კურსის დასრულების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მსურს პროგრამირების შესწავლა" - ანუკი გაბაძის შთაბეჭდილება

ანუკი გაბაძემ სმარტ აკადემიაში “შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში”-ს კურსი გაიარა. ის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო მესწავლა მეტი ტექნოლოგიების შესახებ.”

კურსის განმავლობაში 

კურსის განმავლობაში მივიღე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ და გავიგე რა არის იმ  მოწყობილობების თუ პროგრამების მიღმა, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებ.

ლექტორის შესახებ 

ბატონი გიორგი ბასილაია არის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი, ვისაც კი ვიცნობ. ყოველი ლექცია იყო საინტერესო, დრო კი ძალიან მალე გადიოდა. იგი ყველაფერს მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ ხსნის. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ბატონ გიორგის ნებისმიერ დროს მივწერო  რჩევის საკითხავად და ვიცი, რომ აუცილებლად დამეხმარება.

კურსის დასრულების შემდეგ 

კურსის დასრულების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მსურს პროგრამირების შესწავლა.

სმარტ აკადემია 

devfest 2021-ზე გავხდი სმარტ აკადემიის რჩეული და მივიღე “შესავალი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში”-ს კურსი საჩუქრად. სმარტ აკადემიამ მომცა საშუალება გამეგო თუ რა ხდება ტექნოლოგიებში.  მინდოდა, რომ საქართველოში არსებულ რომელიმე აკადემიაში გამევლო კურსები, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რომელ მათგანზე შემერჩია არჩევანი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ სმარტ აკადემია საუკეთესო არჩევანია და ჩემს მეგობრებთანაც ვუწევ რეკომენდაციას.  

კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს.

სხვა სტატიები >>